ახალი ამბები
,,ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა"
დღეს, გორში, ახალგაზრდობის ცენტრში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეხვედრა მოუწყეს.

,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს" - ამ სახელწოდების აქცია-ფოტოპროექტს ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილიც შეუერთდნენ. პოპულარულმა და ცნობილმა მოჭიდავეებმა ბავშვებს ტკბილეული მიუტანეს.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გორის ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტების, გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები დახვდნენ.

აღნიშნული აქცია-ფოტოპროექტი დაიგეგმა გორელ ფოტოგრაფთა კლუბის და გორის „კეთლდღეობისა და განვითარების ცენტთან „ არსებული ახალგაზრდული ცენტრის , "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ინიციატორებს მხარდაჭერა ა(ა)იპ ქალაქ გორის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში უკვე მეექვსე წელია აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით, რომელთა მიზანია საზოგადოებას დაუნის სინდრომის მქონეთა მიმართ არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების დაძლევისაკენ მოუწოდონ.

"ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა "- ასეთია წელს დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილი კვირეულის დევიზი. კვირეული 13 მარტს დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები