ახალი ამბები
გორში ჯორბენაძის ქუჩაზე არხზე გადასასვლელი გზა ჩაინგრა
გორში ჯორბენაძის ქუჩაზე ბოგირი ჩაინგრა.

ამის გამო, ცხინვალის გზატკეცილიდან შესასვლელი გზა გადაიკეტა.

მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ უბანში ცხოვრობენ ან სასამართლოში მისვლა უწევთ, შემოვლითი გზებით შეუძლიათ სარგებლობა.

გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002''-ის დირექტორი დაიბარეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება გზა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები