ახალი ამბები
,,რუსულ კანონს'' საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ''  იგივე ,,აგენტების კანონს'' საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.

გაცხადებაში ვკიხულობთ:

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოდ არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.

ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეხება ეს კანონი, შეუძლია მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს, კი – ევროპას!", – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ფოტო: პუბლიკა


Print

სტატიის გამოყენების პირობები