დღეს 31 მაისს გორში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებები საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე
გაიმართება.
საზოგადოებრივი კვების ობიექტის ,,რესტო-ბარის'' მფლობელის
განცხადებით, ტურისტული სეზონი იხსნება იმ დროს, როდესაც ამ ქუჩაზე
გაზი და წყალია გამორთული.
მის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ ურნებიდან გასატანია
ნაგავი.
ქალაქის ტერიტორიაზე, წმინდაწყლის უბანში ,,სოკარ გაზი''
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რაც შეეხება სასმელ წყალს, ამ
ეტაპზე უცნობია, მათი პოზიცია.
ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა,
ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი
ღონისძიებებია დაგეგმილი.
„მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას გორის, კასპის, ქარელის და
ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, ასევე,
მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად,
აქტივობაში ჩაერთვებიან საბავშვო ბაღები, რომლებიც საქართველოს
სხვადასხვა კუთხის თემატიკით საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ“, -
აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.
სტატიის გამოყენების პირობები