ახალი ამბები
სვენეთის სკოლაში შშმ პირთა მხარდასაჭერად გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, სსიპ ვასილ განჯელაშვილის სახელობის  საჯარო სკოლაში შშმ პირთა მხარდასაჭერად ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ეზოში მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, ნახატების, ტკბილეულის, ხილისა და ნამცხვრების გამოფენა/გაყიდვა..

ასევე, მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა თოჯინების თეატრი - “წითელქუდა”. სპექტაკლში მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე.

,,ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - შშმ პირთა მხარდაჭერა, მათთან თანამშრომლობა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. ღონისძიებას ესტუმრნენ “გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარები”, რომლებსაც ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. შემდეგ თოჯინების თეატრზეც მიიწვიეს და ბოლოს ასპარეზიც დაუთმეს! ცენტრის აღსაზრდელებმა იმღერეს, იცეკვეს და რამოდენიმე ლექსიც წაიკითხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვალ 1 ივნისია - ბავშვთა დაცვის დღე. თარიღიც შესაბამისად შევარჩიეთ და ერთად გავულამაზეთ ერთი ჩვეულებრივი დღე იმ ბავშვებს, ვისაც დაცვა და ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ”, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ხათუნა ხარხელმა.





















Print

სტატიის გამოყენების პირობები