ახალი ამბები
,,მშვიდობის თასის" ტურნირში კასპელმა მოსწავლეებმა მესამე ადგილი მოიპოვეს
,,მშვიდობის თასის" ტურნირში კასპის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებმა მესამე ადგილი მოიპოვეს.

2004 და 2006 წლებში დაბადებული მოსწავლეები კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად შეიკრიბნენ.

კასპის მუნნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა, მისმა მოადგილემ, მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ ხიზანაშვილმა, საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ავთანდილ ჯალალმა და გამგეობის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა შოთა გოგიაშვილმა პატარებს გამარჯვება მიულოცეს, მონაწილის დიპლომები, თასი გადასცეს და სამომაავლო წარმატებები უსურვეს.

მუნიციპალიტეტის და საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობას საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ხელშეწყობისათვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები