ტანის ხეობაში სლოვაკეთის კარიტასის დახმარებით ეკო და ტურისტული
ბილიკები მოეწყობა.
ამის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ
სლოვაკეთის კარიტასთან მიაღწია 150 ათასი ევროს მოცულობის საგრანტო
შეთანხმებას.
შეთანხმების მიხედვით, ტურისტული ბილიკი მოეწყობა იმ ადგილზე, რომელიც
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ლანდშაფს მიეკუთნება.
ტურისტული ბილიკის სიგრძე 15 კმ იქნება.
სააგენტოსა და სლოვაკეთის კარიტასს შორის მიღწეული შეთანხმება მიზნად
ისახავს ეკო ტურიზმის, ეკო განათლების და აგრო ტურიზმის განვითარებას
გორის მუნიციპალიტეტში.
,,პროექტის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის
ტერიტორიაზე, სოფელ ბოშურის მიმდებარედ მოეწყობა ადაპტირებული ეკო -
საგანმანათლებლო ბილიკი, სადაც ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის
განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს) შეეძლება ბრაილის
შრიფტის, ხმოვანი ინფორმაციის, სენსორული ინტერპრეტაციების საშუალებით
მიიღოს ინფორმაცია ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების, ბუნების
საიდუმლოებების შესახებ.'' - აღნიშნავენ ტანისა და თეძმის დაცული
ტერიტორიების მართვის სააგენტოში, რომელიც მუნიციპალიტეტს
ეკუთვნის.
ფოტოზე: ბოშური
(ფოტოს ავტორი: ნანიკო მამისაშვილი)
სტატიის გამოყენების პირობები