ახალი ამბები
რუსული კანონი საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების ჯარიმებისთვის უკვე შეგროვებულია 348 000 ლარი
გუშინ თბილისში ჩატარებულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე, დღევანდელი მონაცემებით, 348 000 ლარი შეგროვდა.

მოქალაქეების მიერ შეგროვებული ეს თანხა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას უკანონოდ დაჭერილი და დაჯარიმებული ადამიანების მხარდაჭერას მოხმარდება.

„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“- ამ სახელწოდებით, გუშინ, 3 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.

აქცია-კონცერტი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თითქმის 2 თვეა, იმართება. გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები, პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.

შემოწირულობებთან ერთად, დანიშნულების ველში მითითებული მხარდამჭერი შეტყობინებებიც მივიღეთ, რომელთა ნაწილსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

TBC ბანკი:

GEL: #GE41TB7249036080100001

USD/EUR: #GE85TB7249036180100001

საქართველოს ბანკი:
GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311

მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI

დანიშნულება: Donation

PayPal: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print

სტატიის გამოყენების პირობები