გორის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი თანამდებობიდან
გადადგა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ადასტურებს.
სამსახურიდან წასვლის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 30 მაისიდან ხდება
ცნობილი, როდესაც ის სატენდერო კომისიას აღარ დაესწრო.
იგი ტენდრების საკითხებს ჩამოაცილეს. მის ნაცვლად სატენდერო კომისიის
თავმჯდომარე მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა.
ნიკოლოზ ღვინიაშვილი გორის მერის მოადგილედ 2021 წლის ივლისში
დაინიშნა. მაისში მან სილქნეტის რეგიონალური სამსახურის მენეჯერის
თანამდებობა მიატოვა.
იხ. ამავე თემაზე:
გორის მერის პირველი მოადგილის ხარჯები
აღემატება ოფიციალურ შემოსავლებს
სტატიის გამოყენების პირობები