ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ სასკოლო საფეხბურთო
ოლიმპიადაზე გამარჯვება რუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
მოიპოვეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის
მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
წარმომადგენლებმა აცნობეს.
ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს რუსისისა და ფცის საჯარო სკოლის გუნდები
შეხვდა.
ანალოგიური სასკოლო ოლიმპიადები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
მუნიციპალიტეტებში გამარჯვებული გუნდები ამჟამად რეგიონალურ დონეზე
შეხვდნენ.
რეგიონის ჩემპიონები კი, მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში
მიიღებენ.
სტატიის გამოყენების პირობები