დასრულდა ,,მწვანე კვირეული'', რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე
სკოლის მოსწავლეებისათვის, 27 მაისიდან 5 ივნისამდე გაიმართა.
კამპანია გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობადობის დონის გაზრდას
ისახავდა მიზნად.
კვირეულის დასასრულს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს,
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები EUMM გორის ოფისის
წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად
დაასაუფთავეს.
კვირეული მოაწყვეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
(EUMM) გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა და კავკასიის
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN- ის
წარმომადგენლებმა შიდა ქართლში.
მწვანე კვირეულის ფარგლებში, CENN- შიდა ქართლის კორდინატორმა ირმა
კიტრიაშვილმა და EUMM გორის საველე ოფისის წარმომადგენლებმა ლექცია -
სემინარები ჩაატარეს გარემოსდაცვით თემებზე; სოფელ დიცში, მერეთში,
წაღვლში, ხურვალეთსა და პატარა მეჯვრისხევში.
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წლიდან აღინიშნება
გაეროს გენერალური ანსამბლიის გადაწყვეტილებით.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა
პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი
განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და
გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
სტატიის გამოყენების პირობები