გორის პოლიციის შენობის წინ, იოსებ ბაბაევის მხარდასაჭერად და მისი
გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა
გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე გუშინ საღამოს
დააკავეს.
თბილისიდან დაბრუნების დროს, ქალაქის შემოსასვლელში მას ჯერ უცხო
მანქანა აედევნა, არ აძლევდა საშუალებას, რომ მოძრაობა გაეგრძელებინა.
შემდეგ კი გზა პოლიციის მანქანებმა გადაუკეტა.
როგორც ადვოკატთან საუბარში სოსო ბაბაევმა განაცხადა, მანქანიდან
გადმოსვლისთანავე პისტოლეტი ჩაუდეს, ხოლო ავტომატი საბარგულში
მოათავსეს.
,,კარგი ხნის შემდეგ, დაიწყეს ტელეფონით გადაღება, ალბათ, კანონიერი
სახის მიცემის მიზნით. ვიდეოს იღებდნენ ტელეფონით და ჩხრეკდნენ.’’ -
აღნიშნავს ადვოკატი კახა კალმახელიძე.
მისი ინფორმაციით, იოსებ ბაბაევს ფიზიკური ზემოქმედების კვალი
აღენიშნება სახეზე, ხელებზე და ფეხებზე, ტანსაცმელი შემოახიეს და
სცემეს.
,,სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარვადგენთ სამედიცინო დასკვნას.
რაც მთავარია უკავშირებს პოლიტიკურ აქტიიურობას. დაკავებისას
პოლიციელები, სწორედ, ამ აქტიურობას ასახელებდნენ. პოლიციელები
ეუბნებოდნენ, ვის მხარეზე დგახარო?"" - თქვა ადვოკატმა.
სტატიის გამოყენების პირობები