ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში მაღალი ძაბვის ელექტროსადენის გადატანას ითხოვენ
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადატანას ითხოვენ.

აგარა-აბანოს დამაკავშირებელი, 10 კვ ხაზი იმ ადგილზე გადის, სადაც ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს.

ქარელის მერიას კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს. რომ სამუშაოები ვერ დაიწყება, ვიდრე ელექტროგადამცემ ხაზს სხვა ადგილზე არ გადაიტანენ.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. თანხა გამოყოფილია, კომპანიასთან ხელშეკრულებაც დადებულია.

ქარელის მერიამ ელექტროგადამცემი ხაზის გადასატანად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა 27 მაისის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ტენდერი ჩავარდა. კომპანია კი სამუშაოებს ვერ იწყებს.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოებს ხელს მოკიდებს შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომპანია.

სოფელ აბანოში 2023 წელს დაიგეგმა 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. კომპანია ნიუ სითი ფროთერთში სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები