ახალი ამბები
გორის სოფლები, სადაც სასმელი წყლის პრობლემებია
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემები აქვთ.

რამდენიმე სოფელში წყლის დებეტი არ ყოფნით, ასევე დაზიანებულია ქსელი.არ არის მოწყობილი აღრიცხვის კვანძები.

გორის მერიის ცნობით, ეს სოფლებია: ფლავი, ფლავისმანი, ერგნეთი, ქვეში, ქვემო არცევი და კოშკა.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, აღნიშნულ სოფლებში საჭიროა შიდა ქსელის რევიზია და საეჭვო მონაკვეთების შეცვლა, მოსაწყობია აღრიცხვის კვანძები არსებულ ქსელებზე; მოსაწყობია წყალსადაწნეო რეზერვუარები და საქლორატოროები.

გარდა ამისა, ფლავისმანსა და ქვეშში წყლის დებეტის სიმცირის გამო, საჭიროა ახალი ჭაბურღილის გაკეთება. 

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომელსაც ასრულებენ კომპანიები: საპროექტო ჯგუფი და ოპტიმა. პროექტირების შემდეგ სამუშაოებს მერიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახური შეასრულებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები