ახალი ამბები
სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თსუ-ს წინ თავს დაესხნენ
სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ინფორმაცია თავდაპირველმა თსუ-ს ლექტორმა, მაგდა მემანიშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა.

ვიდეო გადაიღეს სხვა ადამიანებმაც, სადაც ჩანს, რომ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხა 4 ადამიანი.

რადიო თავისუფლების ცნობით, ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ე.წ. აგენტების კანონის გამო პროტესტით ხვდება.

"დახვდი კობახიძეს", - ამ ლოზუნგით მართავდნენ აქციას სტუდენტური მოძრაობის წევრები და შეძახილებით აცილებდნენ ირაკლი კობახიძეს თსუ-ში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები