ბოლო ერთი კვირაა ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს და
აღასაზრდელებს მასპინძლობენ.
ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ბავშვებს წიგნებსა და საბავშვო ფილმებს
უჩვენებენ.
მაგალითად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკას სოფელ
ტეზრის ალტერნატიული სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელები
ესტუმრნენ.
აღსაზრდელებმა წიგნთსაცავები დაათვალიერეს. აჩვენეს მოძრავი ნახატებით
გაწყობილი წიგნი „ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინოდა“.
,,პატარებმა შეიტყვეს, თუ როგორ სძლია პატარა ჟირაფმა სიმაღლის შიშს
და როგორ დაეხმარნენ მას ამ შიშის დაძლევაში ერთგული მეგობრები.
ბიბლიოთეკაში სტუმრობის შედეგად მათ გაითავისეს, რომ წიგნი აღვიძებს
ადამიანის ფანტაზიას და გვასწავლის სახეებით აზროვნებას." - აცხადებენ
ბიბლიოთეკაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკამ ასევე ილია ჭავჭავაძის
სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
პედაგოგმა მავრა ბლიაძემ და მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის იმავე
სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი „მე, ბებია, ილიკო და
ილარიონი“ ნახეს. დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია ფილმისა და
ნაწარმოების შესახებ.
სტატიის გამოყენების პირობები