ახალი ამბები
გრაკლიანი გორაზე ყველა ტერასა ჩამონარეცხი მასისგან გაიწმინდება - სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, 2024 წელს ყველა ტერასა გაიწმინდება ზამთარში ჩამონარეცხი მასისაგან.

რაც შეეხება არქეოლოგიურ სამუშაოების, გათხრების გაგრძელება III, IV და V ტერასაზე.

III და IV ტერასებზე აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანის ნაგებობათა ნაშთები, გამოვლინდა მრავალფეროვანი კერამიკული მასალა და რამდენიმე ახალი კონსტრუქცია. ამავე III და IV ტერასების დასავლეთ ნაწილში გამოვლენილია აქემენიდური პერიოდის შენობის ნაშთი.

,,არც ერთ ძეგლზე არ არის შემორჩენილი პირვანდელი სახით მცირე არქტიტექტურის ისეთი იშვიათი ნიმუშები, როგორიც გრაკლიანის ძვ.წ. V-IV საუკუნეების საკრალური და უტილიტარული დანიშნულების კონსტრუქციებია.'' - აღნიშნავენ სააგენტოში.

განსაკუთრებით კარგად არის შემონახული ძვ.წ. II – I ათასწლეულის ნაშთები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არქეოლოგიური ძეგლის მხოლოდ უმცირესი ნაწილია გათხრილი, როგორც ნამოსახლარზე, ისე სამაროვანზე უკვე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით კერამიკული, რკინის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნაწარმი. ადგილობრივ ნახელავთან ერთად მოპოვებულია ძველი სამყაროს ცივილიზაციის ცენტრებში (მესოპოტამია, ირანი, საბერძნეთი, ეგვიპტე) დამზადებული ნივთები.

გრაკლიან გორაზე გაკეთდა საქართველოს არქეოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა – ნაწილობრივ გაითხარა წარწერიანი ტაძარი. აღმოჩნდა უძველესი წარწერა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურის საკითხები და საქართველო ყველაზე დიდი ცივილიზაციების რიგში ჩააყენა. 2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები