,,ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ ბავშვთა რაოდენობა
გაიზარდება'' - აცხადებს გორის მერიის სპორტის განყოფილების
წარმომადგენელი თეა კეჩხუაშვილი.
მისი ინფორმაციით, გორის საფეხბურთო სკოლაში 800-მდე მოზარდი
სწავლობს.
საფეხბურთო სკოლა ,,გორი'' დაარსებულია კლუბ ,,დილას'' ბაზაზე. სკოლის
დაფინანსება, 2023 წლის მონაცემებით, 70 245 ლარია.
სკოლაში 25 მწვრთნელი მუშაობს. ამათგან, ყველაზე მეტი ანაზღაურება ერთ
მწვრთნელს აქვს - 1053 ლარი. ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე
მწვრთნელის ანაზღაურება - 281 ლარია.
გორის მერიის სპორტის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ევრო 2024-ის
შემდეგ ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ნაკრებმა მერდვედფინალამდე მიაღწია, სადაც ესპანეთთან
დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბს ნაკრების წევრი
გიორგი ჩაკვეტაძე ესტუმრა.
სტატიის გამოყენების პირობები