ახალი ამბები
გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი პოლიციაში კვლავ დაიბარეს
გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამხარეო პოლიციაში დაიბარეს.

ამის შესახებ მან ,,ქართლის ამბებს'' აცნობა. მისი ვარაუდოთ, სამხარეო პოლიციაში ბრალს წაუყენებენ. ბაბაევი პოლიციაში 11 საათზეა დაბარებული.

იგი ბიზნესმენია და ამავე დროს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა, გარდა ამისა, იგი ორგანიზებას უწევდა გორში საპროტესტო გამოსვლებს.

ბაბაევი 2024 წლის 4 ივნისს დაკავეს. გორის სასამართლომ მისი დაკავება უკანონოდ მიიჩნია და გაათავისუფლა.

პროკურატურამ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იოსებ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი კანონიერად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით, ავტომანქანაში ავტომატი ინახებოდა.

განჩნება მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა 14 ივნისს მიიღო. ახალბედაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორი მიხეილ ბერიაშვილის შუამდგომლობა, მხოლოდ, მანქანის ეპიზოდზე.

რაც შეეხება სახლისა და პირის ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ უკანონოდ ჩაითვალა. გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის განჩინებებით ყველა ოქმი უკანონოდ იყო ცნობილი.

ბაბაევი აცხადებს, რომ უკანონოა ავტომანქანის ჩხრეკის ოქმიც, რადგან ავტომატი საბარგულში პოლიციელებმა ჩადეს. ხოლო მაკაროვის სისტემი იარაღი ჯიბეში ასევე პოლიციელებმა ჩაუდეს. მისი თქმით, პოლიციელების უკანონო ქმედებებს დაადასტურებს ის სათვალთვალო კამერები, რომელიც მანქანაშია დამონტაჟებული. პოლიცია ამ კამერებს უშედეგოდ ეძებს.

ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ახალბედაშვილის გადაწყვეტილებას, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თაობაზე. გაასაჩივრებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები