გორის ,,დილას'' გენერალური მენეჯერი გახდა რიკარდო კოშტა, რომელიც
პორტუგალიის ნაკრების წევრი, ასევე ,,ვალენსიისა'' და ,,პორტოს''
ფეხბურთელი იყო.
გარდა ამისა, ,,დილას'' მწვრთნელად დაინიშნა ასევე პორტუგალიელი
სპეციალისტი ფრანჩესკო მიგელ კასტრო, ხოლო მის თანამშემწედ სერხიო
სანტოსი.
ახალი მთავარი მწვრთნელი 45 წლის ფრანჩესკო მიგელ კასტრო პორტუგალიაში
მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა: ,,იყო ,,მორიერენსეს"
,,ვიტორია გიმარაეშის" მეორე გუნდის, ბოლოს კი ,,კოვილას" მთავარი
მწვრთნელის თანაშემწე. საფეხბურთო კარიერაში კი ნათამაშები აქვს
ბრაგას და ,,მორიერნესეს" რიგებში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
,,დილას'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 45 წლის სერხიო სანტოსი
მუშაობდა პორტუგალიის ქვედა ლიგის კლუბებში - ,,სანტიაგოს"
,,მირანდელას" და ,,ფელგუეირას" კლუბებში, სადაც მთავარი მწვრთნელის
ასისტენტად მუშაობდა.
რაც შეეხება რიკარდო კოშტას:
,,რიკარდო კოშტა თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა, ,,ვალენსია"
,,ვოლფსბურგი", რომელთან ერთადაც გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა,
,,ლილი" და მშობლიური ,,პორტო" რომლის რიგებშიც 2004 წელს ჟოზე
მაოურინოს თაოსნობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 4 ჯერ გახდა ქვეყნის
ჩემპიონი, ხოლო 2 ჯერ ქვეყნის თასის მფლობელი, 5 ჯერ კი ქვეყნის
სუპერთასის მფლობელი. მას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად
ჩატარებული აქვს 22 მატჩი სადაც თავი 1 გოლით გამოიჩინა. მან
ნაკრებთან ერთად ითამაშა, ისეთ ფორუმებზე როგორიცაა,, 2006, 2010 წლის
მსოფლიოს ჩემპიონატები, ასევე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
კარიერის დასრულების შემდეგ მის სამწვრთნელო კარიერა პორტოში
განვითარდა, იგი ჯერ 19 წლამდე გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად
მუშაობდა, შემდეგ კი 17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი
გახლდათ.'' - იუწყებიან ,,დილას'' ადმინისტრაციაში.
სტატიის გამოყენების პირობები