ახალი ამბები
რუისის სასაფლაოს გზისთვის 2024 წელს 600 000 ლარი დაიხარჯება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის 600 000 ლარი დაიხარჯება.

თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.

როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, სოფლიდან სასაფლაომდე გზის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ჯამში, გზის სრული მოასფალტებისთვის 1.2 მლნ ლარია საჭირო, თუმცა რეგფონდიდან მიმდინარე წელს მხოლოდ 600 000 ლარი გამოიყოფა.

როგორც ქარელის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული პროექტი 2025 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, გადაწყდა, რომ თანხა ფონდიდან წელს გამოიყოფა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები