საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა
ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 1970 წელს
დაბადებულ ი. კ-ს 12 წელი მიუსაჯეს.
მკვლელობა 2023 წლის 24 აპრილს მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის
მუხლით მიმდინარეობდა, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას
ითვალისწნებს.
პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი სასჯელის მაქსიმალურ ზომას ითხოვდა,
თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პროკურორის განცხადებით, 2023 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00
საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მდებარე ჯ. ნ-ის
საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. კ-მა შურისძიების მოტივით, მოკვლის
მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით რამდენიმე ჭრილობა
მიაყენა ჯ. ნ-ს, რომელიც ამის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
,,ი. კ-მა დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა
ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა -
ქარხნული წესით დამზადებული ,,AK-74” მოდელის, 5,45 მმ კალიბრიანი
,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, სროლისათვის ვარგისი ავტომატი და
მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ
ატარებდა'' - აღნიშნავდა პროკურორი.
განაჩენი საბოლოოა.
სტატიის გამოყენების პირობები