გორში მშობელი ეძებს იმ მანქანას და მის მძღოლს, რომელმაც გუშინ 1
აგვისტოს, დრიფტის დროს, ბავშვის სიცოცხლე საფრთხის წინაშე
დააყენა.
მისი ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ბავშვი ბურთით თამაშობდა
ტროტუარზე, ავტომანქანა მის ფეხებთან გაჩერდა.
მშობელი განმარტავს, რომ ორი დღეა, ბავშვი ხმას ვერ იღებს. დღეს კი
ინციდენტის შესახებ სხვამ უამბო. საქმეში საპატრულო პოლიცია
ჩართო.
შსს-ს პრესსამსახური კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ქალაქის ქუჩებში დრიფტის შემთხვევების გახშირების ფაქტებზე სხვა
მოქალაქეებიც წერენ. ყველა მათგანი პატრულს რეაგირებისკენ
მოუწოდებს.
,,სულ რომ წყანარად დადიოდე ქუჩაში და ამოგიჩემეს, პატრული ყოველ დღე
გაჩერებს, ვინც გასაკონტროლებელია, იმათ არ ეხებიან,'' - წერენ
მოქალაქეები.
დრიფტი ისჯება კანონით და გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის
ოდენობით და მართვის მოწმობის ქულების 30-ით შემცირება. დამამძიმებელ
გარემოებად ჩაითვლება შემთხვევა, როცა ე.წ. დრიფტს ზიანი მოჰყვება -
ამ შემთხვევაში, მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება.
სტატიის გამოყენების პირობები