ახალი ამბები
ბანერზე გაჩნდა წარწერა, რომ ატენის სკოლის რეაბილიტაცია 2028 წელს დასრულდება
ბანერზე გაჩნდა წარწერა, რომ ატენის სკოლის რეაბილიტაცია 2028 წელს დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შმაგი ხუბულური ავრცელებს. გახარიას გუნდის წარმომადგენელი თვლის, რომ ასეთი მცირე მასშტაბის სკოლის მშენებლობას 4 წელი არ უნდა სჭირდება.

საიდან გაჩნდა აბრაზე წარწერა 2028 წელი? შმაგი ხუბულური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თავდაპირველად, მშენებლობის საბოლოო ვადად მითითებული იყო 2025 წლის პირველი იანვარი. რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის მშენებლობა 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრამდე უნდა დასრულებული.

დღეს რიცხვი ,,25'' ამოჭრილია და მის ნაცვლად ჩასმულია ,,28''. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად, ამ ბანერის მიხედვით, 2028 წლის იანვარია მითითებული.

ატენში 120 ბავშვზე გათვლილ ახალი სკოლას კომპანია ,,ლაგი კაპიტალი'' ააშენებს. დამკვეთი საგანმანთლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა. საკონტაქტო პირმა გვითხრა, რომ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოსგან თავად დაგვიკავშირებიან. თუმცა, არ დაგვკავშირებიან.

,,ლაგი კაპიტალში'' კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ატენში სასწავლო პროცესი უკვე მეორე წელია შეჩერებულია. სკოლის მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა. ატენის სკოლისთვის 4 მლნ ლარია გამოყოფილი.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ლაგი კაპიტალთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის აგვისტოში იწურება. საიდან გაჩნდა 2028 წელი, უცნობია.

ატენის სკოლის მოსწავლეები ხიდისთავის საჯარო სკოლაში დადიან. ერთ დროს, სოფელ ატენში 4 სკოლა იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები