დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორში, ხილისა და ბოსტნეულის საბითუმო
ბაზარში მოვაჭრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ხელჩართულ ჩხუბში 10-მდე ადამიანი იყო ჩართული. შემთხვევა იმ ადგილზე
მოხდა, სადაც ატმის, ქლიავისა და მსხლის საბითუმო ვაჭრობა
მიმდინარეობს.
როგორც ადგილზე გვითხრეს, დაპირისპირება სხვადასხვა რეგიონიდან
ჩამოსულ მოვაჭრეებს შორის მოხდა. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში
დაზიანებები აღენიშნობებოდა.
,,ასეულობით ადამიანი უყურებდა ამ ჩხუბს. პოლიციამ ვერც კი გაიგო.
არავინ აკონტროლებს სიტუაციას აქ, არც დაცვა, არაფერი.'' - გვითხრა
ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ხილისა და ბოსტნეულის საბითუმო ბაზარი გორში, წმინდაწყალზე
მდებარეობს. ტერიტორია ეკუთვნის ,,აგრომოლს''
სტატიის გამოყენების პირობები