გორის სოფელ თორტიზაში ქარსაფარ ხეებს ძირში ჭრიან.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ, ნარგავებს ჯერ
ცეცხლი გაუჩნდა, ახლა კი ჭრიან. ისინი ეჭვობენ, რომ ხანძარი განზრახ
გააჩინეს.
რტომ გახდა აუცილებელი ახალგაზრდა ხეების მოჭრა, მერიაში ჯერ პასუხი
არა აქვთ. მერის წარმომადგენლის ტელეფონი მიუწვდომელია.
ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა
- ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას;
- იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს;
- ამცირებს მოსავლის დანაკარგს;
- ცვლის მიკროკლიმატს, გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის
ტემპერატურაზე (დაცულ ადგილას ნიადაგის ტემპერატურა შესაძლოა
რამდენიმე გრადუსით მეტი იყოს ვიდრე დაუცველში);
- ზრდის ტენის ოდენობას;
- ასრულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო
მწერებისა და ფრინველებისთვის;
- აუმჯობესებს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს სახლის გარშემო და
ფერმაში;
- ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში;
- ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში;
- ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა);
- იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენილი ნაყოფები,
ნასხლავი და სხვ.);
- მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია, ამიტომ წარმოადგენს ნექტრის
წყაროს ფუტკრისთვის;
- ამცირებს ხმაურს, იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან (მტვერი,
გამონაბოლქვი);
- ასრულებს ღობის ფუნქციას
(კარბელაშვილი, 2009; Molison, Holmgren, 1984; Kuhns, 1997).
სტატიის გამოყენების პირობები