ახალი ამბები
ქუჩაში დატოვებულ ძაღლს გერმანიაში წაიყვანენ
ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ გორში ნაპოვნი ნახევრად მეტისი გერმანიაში გაჩუქდა.

ძაღლის ისტორიის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უამბო.

მისი თქმით, ძაღლი პატრონმა ქუჩაში დატოვა.

,,ეს ლეკვი პატრონმა ქუჩაში დატოვა, სუფთა სისხლის არ იყო და იმიტომ. ვთხოვე, რომ ადგილიდანვე იქნებ გამეჩუქებინა, ძალიან პატარა და უსუსურია, ჩემმა დეიდაშვილებმა კორპუსის ეზოში შეიფარეს და რამდენიმე დღე კვებავდნენ. რადგან ძუ იყო, არავის უნდოდა." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

ცხოველთა დამცველმა ფოტო გაჩუქების თაობაზე ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

გამოაცხადა, რომ მხოლოდ მზრუნველ პატრონზე გაჩუქდებოდა.

მალე მას გერმანიაში მცხოვრები ქართველლი, ნატალი ბერიკაშვილი გამოეხმაურა, ხოლო ლეკვი მისმა დისშვილმა წაიყვანა.

,,ერთ თვის შემდეგ ნატალი ბერიკაშვილი გერმანიიდან ჩამოსვლას აპირებს და პატარას ევროპაში წაიყვანს." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები