ახალი ამბები
კასპის ოლქში ყველა მეტი საჩივარი სოფელ ფერმის უბანზე დაიწერა
კასპის #30 საოლქო საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტი საჩივარი სოფელ ფერმის უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა დაწერეს.

ახალგაზრდა ბიჭს უთხრეს, რომ ,,ამ სოფლიდან ცოცხალი ვერ გახვალო''.

გამოიძახეს პოლიცია და მისი ზედამხედველობის ქვეშ ავტობანამდე გააცილეს. ამ უბანზე კიდევ ერთ დამკვირვებელს საბურავი დაუზიანეს.

ეს ის სოფელია, სადაც ერთი თვით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შიდა ქართლის დელეგატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პატიმრების გათავისუფლება მოსთხოვეს.

აღნიშნულ უბანზე 11 საჩივარი დაიწერა. საჩივრების მიხედვით, ამომრჩევლები ბიულეტენებს ფოტოს უღებდნენ; კომისიის წევრები კაბინებთან აკონტროლებდნენ ამომრჩევლების ნებას; ამომრჩევლები უბანზე სხვისი პირადობებით შედიოდნენ; მაგალითად, ქალის პირადობით მამაკაცი შევიდა; უბნის თავმჯდომარე, დადეგაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს. დადეგაშვილი კასპის გამწვანების უფროსია. უბანზე ,,ქართული ოცნების'' ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა.

უბანთან 25 მეტრის სიახლოვეს არაუფლებამოსილები პირები იმყოფებოდნენ. უბნის შიგნით ასევე კაბინებთან ახდენდნენ ვიდეოგადაღებას და არღვევდნენ ხმის ფარულობას. საბოლოოდ, საოლქო კომისიაში დაულუქავი დოკუმენტაცია ჩაიტანეს.

რაც შეეხება სხვა სოფლების დარღვევას, გამორჩეულია ნიგოზის უბანი, სადაც ძირითადად ყუთს არ შეურიეს გადასატანი ყუთი. გადასატან ყუთში ორი ბიულეტენი იყო, რითაც ცნობილი გახდა, თუ ვის მისცა ხმა არ ორმა ადამიანმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები