ახალი ამბები
გორის ოლქის ათ უბანზე ბიულეტენების დისბალანსია - მათგან ცხრა უბანი სოფლად მდებარეობს
გორის ოლქის 10 უბანზე დისბალანსია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და ყუთებიდან ამოღებულ ბიულეტენებს შორის.

ამის გამო, სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნული უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვს.

ეს უბნები, ძირითადად, სოფლებში მდებარეობს. მხოლოდ ერთი უბანია ქალაქის ტერიტორიაზე. 

საჩივრის ავტორები არიან: ,,მომავლის აკადემია'', ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო''' და ,,ღია სივრცე კავკასიის''. დამკვირვებლების ცნობით, დისბალანსის გამო, შესწორების ოქმები არც ერთ ქვემოთაღნიშნულ უბნებზე შედგენილი არაა.

ზოგიერთ უბანზე ყუთებიდან იმაზე მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა. ზოგიერთ უბანზე კი ბიულეტენები აკლია.

ასე მაგალითად:

#12 უბანი - მეოთხე სკოლა, ჭანტურიას ქუჩაზე უბანზე მივიდა 794 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 794. ერთი ბიულეტენი ზედმეტია.

#34 უბანი - სოფელი ხელთუბანი - არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 1340; სუბიექტისთვის მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 1339. 

#48 უბანი - კარალეთის საჯარო სკოლა - უბანზე მივიდა 734 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 694. რატომ არ ჩანს 40 ბიულეტენი, შესწორების ოქმი არაა გაკეთებული.

#60 უბანი - სოფელი ბეთლემი - უბანზე მივიდა 403 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 404. ერთი ბიულეტენი ზედმეტია.

#66 უბანი - სოფელი ფლავი - უბანზე მივიდა 747 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 746. ერთი ბიულეტენი არ ჩანს.

# 69 უბანი - სოფელი შავშვები - უბანზე მივიდა 656 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 655. ერთი ბიულეტენი არ ჩანს.

#70 უბანი - სოფელი ხურვალეთი - უბანზე მივიდა 488 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 492. ზედმეტია 4 ბიულეტენი.

#79 უბანი - სოფელი ხიდისთავი - უბანზე მივიდა 940 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 939. ერთი ბიულეტენი არ ჩანს.

#80 უბანი -სოფელი ატენი - უბანზე მივიდა 1088 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 1086. ორი ბიულეტენი არ ჩანს.

#91 უბანი - სოფელი ტირძნისი - უბანზე მივიდა 515 ამომრჩეველი. მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კი შეადგინა 514. ერთი ბიულეტენი არ ჩანს.

საოლქო კომისიაში საჩივარს განიხილავენ. ჯერ ახსნა-განმარტებები გამოქვეყნებული არაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები