ახალი ამბები
გორში პოლონეთის ვიცე-მინისტრის დელეგაცია იმყოფება
დღეს 23 მარტს გორში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი ჩამოვიდა.

დელეგაცია იან ჯეჯიჩაკის ხელმძღვანელობით ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, შემდეგ კი, გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, ვარშავის უნიივერსიტეტის წარმომადგენლები, პოლონეთის ელჩი საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები არიან.

ვიცემინისტრი ასევე შეხვედრას ქალაქის და რეგიონის ხელმძღვანელობასთან გეგმავს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გორში ქალაქის მერიის ინიციატივით მარშალ პილსუდსკის სახელობის სკვერის პროექტის რეალიზებასა და პოლონური მხარის ჩართულობას ექცევა.

ასევე მიდის მუშაობა პოლონურ-ქართულ ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე.

იან ჯეჯიჩეკის ვიზიტში ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის დათვალიერებაც შედის, რომელიც გასული წლის 11 ნოემბერს ვარშავისა და გორის უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა.

ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში ამჟამად 40 სტუდენტი და 5 ლექტორი ეუფლება პოლონურ ენას.

ვიზიტის დასასრულს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისს ეწვევა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები