გორის მერიამ 5 ოჯახს ხის კოტეჯი აუშენა. გორის მერიის ჯანდაცვის
სამსახურის ცნობით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, აღრიცხვაზე
იმყოფება უსახლკაროდ დარჩენილი 190 ოჯახი.
ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესრელიზის მიხედვით, საცხოვრებელი კოტეჯები მოქალაქეებს საკუთარ
მიწის ნაკვეთზე აუშენეს.
,,სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მერიის მიერ შეძენილი იქნა და
ადგილზე დამონტაჟდა 7 სოციალური საცხოვრებელი სახლი; გორის
მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნია 3 სოციალური საცხოვრისი 101
ბენეფიციარზე: ორი 2 - სართულიანი დროებითი საცხოხრისი 14 ოჯახზე;
ერთი 5 - სართულიანი დროებითი საცხოვრისი 87 ოჯახზე'' - წერია ივნისის
ანგარიშში.
სტატიის გამოყენების პირობები