ახალი ამბები
საპროტესტო აქცია გორში - ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ
გორში, დღეს საღამოს, 21 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა. აქციის დასასრულეს მოქალაქეები გმირების მემორიალთან შეიკრიბნენ.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2029 წლამდე მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკების წარმოებას აჩერებს.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად... ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის განცხადების შემდეგ, მასშტაბური აქცია გაიმართა დედაქალაქში. პარლამენტის შენობის წინ ათიათასობით მოქალაქემ მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები