თიბისის განცხადება საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით
თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის
საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი
ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული
ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის
აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ
ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი
ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი
ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ.
სტატიის გამოყენების პირობები