ევროპული მომავლისთვის ხაშურში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. აქციის
მონაწილეები თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ.
შემდეგ საოლქო კომისიის წინ გადაინაცვლეს, სადაც 26 ოქტომბრის
არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
ამის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს.
ხაშურის პოლიციის წინ შეჩერდნენ და თბილისში დარბეული და დაკავებული
თანატოლების გათავისუფლება მოითხოვეს.
საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მთავრობის
გადაწყვეტილებით 2028 წლის ბოლომდე ქვეყანა არ აპირებს ევროკავშირთან
გაწევრიანების საკითხი განიხილოს.
ამ გადაწყვეტილებამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. რამდენიმე დღეა
საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი არბევს, აკავებს და შემდეგ
სასტიკად უსწორდება.
სტატიის გამოყენების პირობები