ევროპული მომავლისთვის გორში მასშტაბური აქცია გაიმართა.
ქალაქის ცენტრში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო, გაგრძელდა სტალინის
გამზირზე, აქციის მონაწილეები ,,ქართული ოცნების'' ახალგაზრდდული
ორგანიზაციის შტაბის წინ მივიდნენ, სკანდირებდნენ: ,,მონა, მონა''
ამის შემდეგ გადაინაცვლეს წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე მდებარეობს
,,ქართული ოცნების'' ოფისის რეგიონალური შტაბი. აქციის მონაწილეები
აქაც სკანდირებდნენ მათი მიმართულებით - ,,რუსების მონები''
მსვლელობა ამით არ დამთავრებულა. საპროტესტო მარშმა კომბინატის
დასახლებაში გადაინაცვლა. ლიახვის ხიდთან შეჩერდნენ, პატივი მიაგეს
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირების მემორიალს.
კომბინატში კულტურის ცენტრის წინ შეჩერდნენ, შემდეგ დაბრუნდნენ და
გორის უნივერსიტეტისკენ აიღეს გეზი.
უნივერსიტეტის წინ მოითხოვეს თანატოლის ავთანდილ ტიტვინიძის
გათავისუფლება. ავთანდილ ტიტვინიძე თბილისში დააკავეს. სპეცრაზმი
სასტიკად გაუსწორდა.
სტატიის გამოყენების პირობები