რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ძამის ხეობაში მდებარე სოფელ ტყემლოვანაში 2014 წლის მონაცემებით 11 კაცი ცხოვრობდა, თუმცა ეს რიცხვი, დღეს კიდევ უფრო შემცირებულია.
“ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია, ვიღაც არის აქ-თქო, მაგრამ ახლა შემოდგომაა და აღარავინ აღარ არის.” გვიზიარებს სოფლის მაცხოვრებელი ლია ეკალაძე.
ლია ეკალაძე ქმართან ერთად სოფელ ტყემლოვანაში 30 წლის წინ გადასახლდა. ეს ის დროა, როდესაც ტყემლოვანა ხალხისგან იყო დაცლილი. აქ ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. ეთნიკური კონფლიქტის დროს, ოსებმა დატოვეს ხეობა.
ლია ეკალაძეს და მის მეუღლეს ტყემლოვანაში ცხოვრებმა მათმა მეზობელმა მურად ქორთიევმა შესთავაზა. მურად ქორთიევი ტყემლოვანაში დაიბადა, შემდეგ გორში დაიწყო ცხოვრება.
მურადმა საქართველო არ დატოვა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი მინელდა, მან ტყემლოვანაში დაბრუნება გადაწყვიტა. მურადმა თავის გორელ მეზობლებს - ლიას და მის ქმარს ტყემლოვანაში ცხოვრება შესთავაზა. ქვეყანაში გართულებული ცხოვრების გამო, სოფელში უფრო შეძლებდნენ ცხოვრებას.
ასე აღმოჩდნენ ეკალაძეები და ქორთიევები მეზობლად ტყემლოვანაში. გორშიც მეზობლები იყვნენ.
ქალბატონი ლია გვიზიარებს, რომ 30 წლის განმავლობში, ეს ორი ოჯახი ტყემლოვანაში იზოლირებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. არ იყო გზა, არ იყო დენი… ჩრდილოეთ ოსეთში გადახვეწილი ოჯახისგან სახლი შეიძინეს.
“ლაპარაკი ლამის ვასწავლე საქონელსა და წვრილფეხსა… დამლაპარაკები არავინ მყავდა.” - იხსენებს ლია. ,,ვინმე თუ ეკლესიაში ამოვიდოდა, დავუძახებდი, დაველაპარაკებოდი. ასე გავატარეთ ამდენი წელი’’
1996 წლიდან ხეობაში სასულიერო პირები გამოჩნდნენ. თავდაპირველად, ისინი ცოტანი იყვნენ. საცოვრებლად დაცარიელებულ სახლებს იყენებდნენ. ახლა ხეობის თითქმის ყველა ეკლესია მოქმედია, მათ გარშემო კელიებია აშენებული. გზაც გაყვანილია. ხალხის მისვლა-მოსვლა აღდგა.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ლია ეკალაძე საკუთარ სახლში მარტო დარჩა და ყველა არსებულ პრობლემასთან ერთად, მარტოსულობასთან გამკვლავებაც უწევს.
საზოგადოებისგან მოწყვეტის გარდა, სოფელს ელექტროენერგიისა და წყლის მომარაგების პრობლემებიც აწუხებს. მიუხედავად წყლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობისა, მოსახლეობას უჭირს არსებული წყაროების საკუთარ საცხოვრებლებთან დაკავშირება.
“ძალიან გემრიელი წყალი გვაქვს მთაში… წყალი კი გაგვიკეთეს, მაგრამ მე ვერაფრით ვერ გადმომყავს ჩემს სახლში.” ამბობს ეკალაძე, წყლის შესაგროვებლად მას თავისი შვილიშვილის მიერ გაყვანილ მილთან ჩასვლა უწევს, საიდანაც წყაროს ცივი წყალი მოდის.
ანალოგიური სიტუაცია არის ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც. სოფლის მოსახლეობას მთავრობამ მზის პანელები დაუდგა, თუმცა ენერგიის ეს წყარო სტაბილურად ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას ელექტროენერგიით.
მაგალითად წლის ნაკლებად მზიან მონაკვეთებში (შემოდგომა, ზამთარი.), ან ხანგძლივი უამინდობის დროს, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება. “დავრჩით მე-20 საუკუნეში, იძულებულები ვართ დავიდგათ ლამფები, თუმცა ნავთიც აღარ იშოვება, რომ ჩავასხათ და შუქი გვქონდეს.” ჩივის ეკალაძე და ელოდება, რომ თოვლის მოსვლის შემდეგ, სახლიდან გასვლასაც ვეღარ შეძლებს “რა უნდა ვიმოქმედოთ? შუქი არ იქნება, ტელევიზორი არ იქნება, ინტერენეტიც ხომ გამოირთვება.”
ზამთრის სიცივესთან გასამკლავებლად შეშაც ბუნებრივი სტიქიის წყალობით მოიპოვეს “ტყეში რომ თოვლი არ მოსულიყო და ქარბუქი არ ყოფილიყო, შეშაც არ გვექნებოდა… ჩამოვიტანეთ და ვხერხავთ და ვწვავთ.” ადამიანური რესურსის სიმცირიდან გამომდინარე, ძველად არსებულმა მინდვრებმა და საძოვრებმა გატყიურება დაიწყეს, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს დარჩენილი მოსახლეობისთვის “ალბათ ჩვენც მოვასპობთ საქონელს და ვიქნებით კურორტზე, დაჩაზე…” სიცილით ამბობს ლია ეკალაძე.
გაიგეთ ლია ეკალაძესა და სოფელი ტყემლოვანის გასაჭირის შესახებ მეტი, ჩვენ მიერ მომზადებულ ვიდეო-სიუჟეტში.
,,დავრჩით მე-20 საუკუნეში’’ - სოფელი ტყემლოვანა

ამავე კატეგორიაში
საუბარი ეხება იმ ტერიტორიას, სადაც ერთი წლის წინ, ჰიპერმარკეტების ქსელის,
პროკურორ ანა ცაგურიას განმარტებით, ქალმა და ბავშვებმა თავი შეაფარეს
ბოსელს და ელოდებოდნენ კაცის თანხმობას
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით,
ახალი სისტემით, პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევდა.
ავთანდილ ტიტვინიძე 29 ნოემბერს დააკავეს. სტუდია ,,მონიტორის''
კადრებში ჩანს, რომ
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები