გორში, ქალზე ძალადობაში ბრალდებულს მიუსაჯეს საზოგადოებისთვის
სასარგებლოდ 200-საათიანი მუშაობა.
პროკურატურამ ჩადენილი ქმედებისთვის გამოიყენა 126-ე პირველი პრიმა
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას
არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული მუხლით პირი ისჯება
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე
ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ადვოკატი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. იგი გამამართლებელ განაჩენს
მოითხოვს.
გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია პროკურორს. საბრალდებო განცხადების
მიხედვით, ბრალდებულმა საღამოს საათებში, გორის რაიონის სოფელ ქ-ში
მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის
თანდასწრებით, ხ. ქ-მა იძალადა მეუღლე მ. ქ-ზე, კერძოდ, ხელი
რამდენჯერმე დაარტყა ტანისა და თავის არეში, რის შედეგადაც, მ. ქ-ემ
განიცადა ფიზიკური ტკივილი.''
სასამართლოს შეფასებით, "ფიზიკური ტკივილის შეგრძნება" დამოკიდებულია
არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმზეც – ჩადენილი
ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ
დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება,
განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების
მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი.
,,განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია
საკმარისი მტკიცებულებები ხ. ქ-ისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის
ამ სავალდებულო ნიშნის დასადასტურებლად, პალატას უტყუარად დადგენილად
მიაჩნია, რომ ხ. ქ-ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები
ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ
გამოიწვევდა ტკივილს.'' - აღნიშნულია სასამართლოს
გადაწყვეტილებაში.
სტატიის გამოყენების პირობები