გორში კლინიკა ,,ნოვაციოში'' ბავშვთა კარდიოლოგიის ცენტრი დაფუძნდა,
სადაც ბავშვებისთვის, კონსულტაციის გარდა, ტარდება
კარდიოექოსკოპია და კარდიოგრამა.
ცენტრი ჯოენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოლოგებით
დაკომპლექტდა.
ცნობისათვის, ,,ნოვაციოსა'' და ჯოენის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის
მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკას ესტუმრა ბავშვთა და ინტერვენციული
კარდიოლოგი, ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი
პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ხელაშვილი.
კარდიოლოგსა და რეგიონში მომუშავე ექიმებს შორის შეხვედრა გაიმართა,
სადაც განხილული იყო რეგიონში დარგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა,
არსებული გამოწვევები და კლინიკის შესაძლებლობები თანამედროვე
ტექნოლოგიების თვალსაზრისით.
,,კლინიკაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები ექიმებს საშუალებას
აძლევს, ბავშვთა კარდიოექოსკოპიის მეშვეობით ზუსტად შეაფასონ
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პაციენტებს ამბულატორიული
მომსახურებისას ადგილზე, ქალაქიდან გასვლის გარეშე, ეძლევათ
შესაბამისი დანიშნულება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ოპერაციული
ჩარევა, ჯო ენის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდის
მართვა შესაძლებელი იქნება ადგილზევე, გორში, რაც ამცირებს ფინანსურ
დანახარჯებს და ხელს უქყობს დროულად გამოვლინდეს შემთხვევები,
რომლებიც საჭიროებენ ბავშვთა კარდიოლოგის მეთვალყურეობას.'' -
გვითხრეს ,,ნოვაციოში''
შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ჯოენის სუნივერიტეტო ჰოსპიტალის
ნევროლოგიური დეპარტამენტის უფროსი ბავშვთა და მოზრდილთ ნევროლოგი
თამარ აბაშიძე. განხილულ იქნა აქტუალური დაავადებები ნევროლოგიაში,
მათი დიაგნოსტიკისა და მართვის ალგორითმები. სიახლეები დარგის
მიმართულებით.
მოწვეული ექიმების მიერ გამოითქვა სურვილი კვლავ გაგრძელდეს მსგავსი
შეხვედრები დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ასევე
აღნიშნეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა კარდიოლოგიური
მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
,,კლინიკა "ნოვაციო" უკვე ნახევარი წელია, რაც წარმატებით
ფუნქციონირებს გორში. ამ მოკლე პერიოდში კლინიკამ შეძლო მოსახლეობის
დამსახურებული ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. კლინიკა "ნოვაციო"
წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული
სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას. მისი სამედიცინო მომსახურების
მაღალი ხარისხი განპირობებულია თანამშრომლობით საქართველოს წამყვან
სამედიცინო კლინიკებთან. "ნოვაციოსა" და ჯო ენის საუნივერსიტეტო
ჰოსპიტალს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკაში
რეგულარულად იმართება კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის მოწვეული
ექიმების მიერ.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.
სტატიის გამოყენების პირობები