ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების გამო საქართველოს დელეგაციის
სამუშაო ვიზიტი ნაადრევად დაიხურა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერის მრჩეველმა
შალვა ტლაშაძემ განუცხადა.
დელეგაციაში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც იმყოფებიან.
დელეგაცია ბრიუსელში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ
ინტეგრაციის სამინისტროს სახელით, ნატოს სახალხო დიპლომატიის
განყოფილებამ მიიწვია.
ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების წარმომადგენლობის მიერ
მიწვევის წერილში აღნიშნულია, რომ სამუშაო შეხვედრების გამართვა 21-22
მარტს იყო ჩანიშნული.
,,ტერაქტის გამო 22 მარტს ყველა შეხვედრა დაიხურა. 21 მარტს ჩვენი
წარმომადგენლები რამდენიმე ოფიციალურ პირს შეხვდნენ კიდეც. მათ შორის,
ჯეიმზ აპატურაის. ამჟამად, ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია და
ხვალ თუ აღდგა ფრენა, გამომგზავრებას შეძლებენ" - ამბობს შალვა
ტლაშაძე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სამინისტროს
აპარატისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონების
ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები უსაფრთხოდ
იმყოფებიან.
დელეგაცია 21 მარტს NATO -ს შტაბ-ბინაში სახალხო დიპლომატიის
სამართველოს პროგრამის კოორდინატორს საშა მიულერს შეხვდა.
თემა NATO -სკომუნიკაციების გამოწვევები ვარშავის სამიტამდე
შემდეგ გაიმართა ბრიფინგი & დისკუსია: NATO -საქართველოს
ურთიერთობების შესახებ, რომელსაც ჯეიმს აპპატურაი, კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური
წარმომადგენლი, გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პოლიტიკის
საკითხებსა და უსართხოების პოლიტიკის სამმართველოში უძღვებოდა.
21 მარტს დელეგაციამ შეხვედრა ტედ ვაიტსაიდთანაც მოასწრო, რომელიც
გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა სახლხო დიპლომატიის
სამმართველოში.
22-23 მარტს ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დაგეგმილი
შეხვედრა-კონფერენციები აღარ გაიმართა.
სტატიის გამოყენების პირობები