ახალი ამბები
ნიქოზში ავარიის ფაქტზე მძღოლს ბრალი წაუყენეს - დაღუპულია მამაკაცი
გორის სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარიძემ, პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო შეუფარდა მძღოლს, რომელიც ნიქოზში, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დააკავეს.

შემთხვევა 3 დღის წინ, 10 მარტს მოხდა. მძღოლი, სატრანსპორტო საშუალებით, გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

ბრალდების მიხედვით, 45 წლამდე ასაკის მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები