2004 წელს ატენის ბავშვთა სახლისთვის ფულს ვაგროვებდით. ჰიპერმარკეტში
ვიდექით და, დაუძლეველი უხერხულობის მიუხედავად, გამვლელებს
შემოწირულებას ვთხოვდით.
დავდიოდით სხვადასხვა სილამაზის სალონებში, ბიზნესმენებთან. სხვა გზა
არ იყო, რადგან მართლა ძალიან ჭირდებოდათ იქ მყოფ ბავშვებს
მხარდაჭერა.
მაშინ სოციალური ქსელი არ იყო. სულ ახლად ჩართული იყო მაშინ სინათლე
სახლებში.
და ჩვენც ასე, ხელგაწვდილებს, მოგვიწია თანხის, მედიკამენტების,
სხვადასხვა ნივთების შეკოწიწება.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ქველმოქმედება სოც ქსელის
საშუალებით ხდება და დიდწილად ასე გროვდება საჭირო თანხები იმ
ადამიანებისთვის, ვინც სიცოხლისთვის იბრძვის, ვინც სტიქიას ებრძვის,
ვისაც ელემენტარული პირველადი მოხმარების საჭიროება უდგას (საკვები,
ტანსაცმელი, გაზი, ელექტროენერგია).
ამ ბოლო დროს, კი უჩეულოდ დაემატა ჯარიმები, რადგან იცვლება ჩვენი
ცხოვრება „რუსული“, ანტიდემოკრატიული კანონების შემოღებისა და
ამოქმედების შედეგად, როგორ ვეწინააღმდეგებით რეჟიმის მიერ
მოთვინიერების მცდელობას?
აქვს კი აზრი ამ ყველაფერს? - მსგავსმა ეჭვმა შეიძლება ყველაზე დიდი
ოპტიმისტის გულშიც შეაღწიოს, ასე იცის დაღლამ, რეპრესიების
წნეხმა.
დიდი ენერგია მიაქვს პროტესტს, თავგანწირვას. ჯანმრთელობას აზიანებს,
ზოგს დგომა უჭირს, ზოგს სიარული, ზოგს მენტალური პრობლემები
უმწვავდება, პანიკური შეტევები უახლდება. ზოგს სამსახურის დაკარგვის
ეშინია, ვინ იცის, ავადმყოფი მშობელი ჰყავს სარჩენი... გაზით
მოწამლულებს სპაზმური ხველა გაუმიზეზდათ, თავის ტკივილი გაუგრძელდათ.
სასტიკად ნაცემებმა თითქოს კი მოიშუშეს ჭრილობები, მაგრამ არავინ
იცის, მომავალში რა გართულებებს გამოიწვევს ღრმა დაზიანებები.
შენიღბული „პოლიციელები’’ , რომელბიც ბანდიტური დაჯგუფებას გაგონებს
და არა სამართლადამცველს, რომლებიც თავს გესხმია, გცემენ, გიტაცებენ,
გაჯარიმებენ.
ზოგს ისეთი ბილწი ცილი დასწამეს, გამოქომაგებასაც კი დიდი გამბედაობა
დასჭირდა. ჯარიმები, დაყადაღება, დაკითხვა, დაბრალება, ღირსების
შელახვა...
აზრი აქვს იქ დგომას, ბრძოლას? მოდით, ცოტა ისტორიას გადავხედოთ და
შემდეგ განვსაზღვროთ ეს ყოველივე.
- ყინულსავით რომ უმანკო იყო
და თოვლსავით წმინდა, მაინც ცილისწამება არ აგცდება. უილიამ შექსპირი
ჰამლეტი.
- აკაკი წერეთელს დააბრალებენ: მსახიობების თანხა ჩაიჯიბაო. ისე
განიცადა, რომ საავადმყოფოში მოხვდა და ძლივს გადაარჩინეს.
- იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც შეგვიძილა ვთქვათ ,, რომ საქართველოში
პირველი ,,ნჯო’’ - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შექმნა,
ცინიკურად გვარი გადაუკეთეს და მოგებაშვილი უწოდეს. ცხადია, ამას არ
ჯერდებოდნენ და მაქინაციების კეთებაც დააბრალეს .ამ ცილის წამების
გამო , იაკობ გოგებაშვილმა თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტა,
რაღაც სასწაულით გადარჩინეს კეთილმა ადამიანებმა, თუმცა შემდგომ
ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა და მთელი წელი მკურნალობდა.
- ვაჟა-ფშაველას ხევსურთა თანხის მითვისებას დააბრალეს. ვაჟა-ფშაველა
ლამის გადაჰყვა ამ ცილისწამებას ისე განიცადა ..
- ილია ჭავჭავაძეზე საგურამოში რომ ახვიდეთ, დღემდე გაიგებთ მასზე
ცილის წამების იმ მითებს, რასაც მაშინ მასზე წერდნენ. მაგალითად
აბრალებდნენ : გლეხების შევიწროება - დატანჯვას, იმპერატორის
ლაქიობას, ბანკის თანხების მითვისებას, ჯაშუშობას, ქვეყნის
ინტერესების გაყიდვას და ორი კაცის მკვლელობასაც - მათ შორის ერთის:
არარსებული მოხუცი გლეხკაცისა. მისი მტკიცე ფსიქიკიდან გამომდინარე
ვერ გატეხეს და ბრძოლაზე უარი ვერ ათქმევინეს და ამიტომაც გაუსწორდნენ
ტყვიით.
- მიხეილ ჯავახიშვილს უცხოური აგენტობა დასწამეს და წამებით ამოხადეს
სული .
- მარო მაყაშვილს, სიკვდილის შემდეგ, ათასი საშინელება დასწამეს და
სამწუხაროდ მისმა მამამ, პოეტმა კონსტანტინე მაყაშვილმა ისეთი
ფსიქოლოგიურ წმეხი მიიღო, რომ მისი შვილის და ქვეყნის მკველელების
ქება დაიწყო .
და დავუბრუნდეთ ჩვენს დროებას, და კიდევ ვიკითხავთ და აზრი ჰქონდა ამ
ყველაფერს ?
ვისაც პროტესტისგან დაღლილს და სისტემისგან ჩაწნეხილს, პერიოდულად
იმედგაცრუებულს და გაბრაზებულს, ხმამაღლა უკითხავს ან გულში მაინც
გაუვლია, ჰქონდა თუ არა აზრი ამ ყველაფერს, მაშინ როცა უპრეცედენტოდ
მასშტაბური აქციების ფონზე მაინც მიიღეს აგენტების კანონი და ეს
მხოლოდ აისბერგის წვერი აღმოჩნდა, მან მოიყოლა სხვა ანტიდემოკრატიული
კანონები თუ პროექტები, ყველაზე საშინელება არჩვენების გაყალბების და
28 ნომებრეს გამოცხადების, რომ წყვეტენ ევროკავშირთან ურთიერტობას და
მოლაპარაკების პოროცესს, დანამდვილებით მინდა ვუთხრა: აზრი ჰქონდა
თითოეულ დღეს, თითოეულ საათს, რომელიც თავისუფლების დაცვაში
გავატარეთ.
რადგან ილიას სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ სანთელ-საკმეველი
თავის გზას არ დაჰკარგავს!..
ჩვენ ერთმანეთი გვყავს და მიუხედავად დიდი წნეხის,ა მაინც ერთად
ვდგავართ და ამის დასტურია, ის, რომ შევძელით და გავაძლიერეთ
ერთმანეთი. ერთმანეთს ვაპატიეთ და ყველაზე მთავარზე ვკონცენტრირდით და
ეს საქართველოს თავისუფლებაა!
მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც სხვადასხვა
საჭიროებების მქონდე ადამიანების მხსნელად მოევლინდა და
გადაარჩინა.
მადლობა!
როგორი ცოტაა ეს სიტყვა, როდესაც საქმე ერთობასა და ერთად გაკეთებულ
საქმეს ეხება…
ერთობით, ბრძოლითა და ერთმანეთის იმედით, ყველა ბრძოლას მოვიგებთ
თეონა ფანქველაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი გორიდან
18/03/2025
ყველაფერი რომ წაგვართვან და დაგვიყადაღონ, ყველა სამსახურიდან რომ
გამოგვყარონ, ყველაზე მთავარს მაინც ვერ წაგვართმევენ-იდეას, უკეთესი
მომავლის იმედსა და ძალა
სტატიის გამოყენების პირობები