ახალი ამბები
კასპის სოფლებს 2 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში და მიმდებარე დასახლებებში ელექტროენერგია ორი დღეა არ მიეწოდებათ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ამ ხნის განმავლობაში, დაზიანების წერტილს ეძებენ.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ დაზიანების წერტილი დღეს იპოვეს. დაზიანებულია მაღალი ძაბვის სადენები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები