,,ამერიკის ხმის'' ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს.
,,ამერიკის ხმის'' ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი 5000 ლარით
დააჯარიმეს. შსს მას გზის გადაკეტვას ედავება.
ჯარიმაგამოწერილი ჟურნალისტები სად ვიკრიბებით? და ტრენინგებს სად
გავდივართ კიდევ, წარმოსახვითი რეპორტაჟების გაკეთებისთვის, ესეც
მაინტერესებს. ადგილზე მისვლა რომ აკრძალული გვაქვს და საკუთარი
თვალით ნახვა, რა ხდება, ეს გავიგე, საპატრულოს 5000-ლარიანი
ჯარიმიდან.
გზის გადაკეტვას მედავებიან, ლაივი რომ მქონდა, იმ დროს.'' - წერს
ნინო დალაქიშვილი.
ნინო დალაქიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს
ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში აშუქებს.
სტატიის გამოყენების პირობები