ახალი ამბები
რატომ შეჩერდა მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის პროგრამა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის მოსახლეობის ცნობით, სახელმწიფო პროგრამა, მიწების სისტემური და სპორადული (ინდივიდუალური) უფასო რეგისტრაციის შესახებ, შეჩერებულია.

,,მიწის ნაკვეთების 80 პროცენტი ისევ ასაზომია. ერთი კვირა რომ მოვიდნენ, ეგ ეყოფოდა ამხელა სოფლის მიწების აზომვებს? განცხადებაც დავწერე რამდენჯერმე, მაგრამ არანაირი რააგირება'' - განუცხადა სოფლის მკვიდრმა საკრებულოს წევრს გიორგი შიოშვილს.

ბერბუკის თემის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა, გიორგი შიოშვილმა სვენეთელებს განუცხადა, რომ: ,,ბევრი ხარვეზი იყო, რაც თვითონ მაგათი /საჯარო რეესტრის/ ბრალია. შეიტანეს კორექტირება და ხელმეორედ იწყებენ რეგისტრაციებს.''

ცნობისათვის, მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები