რუსეთის სამხედროებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს
შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავება მოხდა გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და
ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ.
,,უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის
მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი".
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია
ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს
მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია
სუს-ის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები