გორის მერიას კომპანია ,,ალონისის'' სასარგებლოდ 130 000 ლარის
გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება საბოლოოა.
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
საქმის მასალების მიხედვით, გორის გამგეობამ კომპანია ,,ალონისის''
ხელმძღვანელს 80-მდე სახლის სახურავის რეაბილიტაცია დაავალა.
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები 1 თვის
ვადაში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა მხარეებს ხელშეკრულების გაფორმება
,,დაავიწყდათ''. სახურავების სამუშაოები კი დამთავრებული იყო.
იმისათვის, რომ კომპანიისთვის თანხის გადარიცხვას სამართლებრივი სახე
მიეღო, ერთი თვის შემდეგ, გორის გამგეობამ რეაბილიტირებული
სახურავების შესაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ,,ალონისის''
გარდა სხვა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა. სამ რაუნდში ,,ალონისი'
დაამარცხეს. ტენდერი კი ჩაიშალა. რეაბილიტირებული სახლებისთვის
ტენდერის გამოცხადების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ამის შემდეგ, კომპანია ,,ალონისმა'' თანხის მისაღებად დავა უკვე გორის
მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დაიწყო. სასამართლო მისი გამარჯვებით
დასრულდა.
სტატიის გამოყენების პირობები