სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი მილაძეს გორის პროკურატურიდან
დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ მისი სურვილია, კასპის საკრებულოს
მაღალჩინოსნებს, ვიცე-თავმჯდომარეს და აპარატის უფროსს ამნისტია
შეეხებათ.
ირაკლი მილაძე თანახმაა, მზია ამაღლობელის თავისუფლების სანაცვლოდ,
ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილს და აპარატის უფროსს, ზურაბ
ჩიტიშვილს დანაშაულებრივი ქმედება აპატიოს, ხოლო ბრალდებულების მიმართ
გავრცელებულ ამნისტიის პირობებზე პრეტენზია არ ექნება.
როგორც ქართლის ამბები წერდა, შიდა ქართლის პროკურატურამ ძალადობის
მუხლით ბრალი წაუყენა კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი
მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს.
ბრალდების მიხედვით, მათ, 2022 წლის თებერვალში იძალადეს სამოქალაქო
აქტივის, ირაკლი მილაძის წინააღმდეგ.
ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ ვიდეო თავად სამოქალაქო
აქტივისტმა გადაიღო. ვიდეო კადრების მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე
სცემეს აქტივისტს ირაკლი მილაძეს.
ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ
ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.
ირაკლი მილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო
მერებაშვილი იცავს. ბრალდებულებს ჯერ გირაო შეუფარდეს. ამ ეტაპზე
უცნობია, რა სასჯელი მიუსაჯეს.
გასულ კვირას ზურაბ ჩიტიშვილი საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა.
,,გორის პროკურატურიდან დამირეკეს და ხვალ სასამართლოზე გამოცხადება
მთხოვეს. საქმე ეხება 2023 წლის თბერვალში მომხდარ ფაქტს, რომლის
გამოც დაზარალებულად ვარ ცნობილი და ბრალი წაუყენეს ორ ქოცს, კასპის
საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს და ამავე საკრებულოს აპარატის
უფროსს. ბრალდებულები კი არიან, თუმცა დღემდე რჩებიან თანამდებობებზე.
პროკურორმა შემახსენა სექტემბრის თვეში გამოცხადებული ამინისტიის
შესახებ და მანიშნა, რომ თუ მე პრეტენზია არ მექნება ამ ორი მოძალადის
მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისგება შეწყდება.
აღნიშნული ძალადობის დროს ცხვირი გამიტეხეს და დამასისხლიანეს, რაც
კამერებზეა აღბეჭდილი. ამ ხნის მანძილზე არსებობდა მათი მიმალვის და
ჩემზე ზეწოლის შანსებიც, თუმცა ორივე მოძალადე მუშაობას აგრძელებს.
ამის პარარელურად მზია ამაღლობელი სილის გარტყმის გამო ჩასვეს ციხეში
და გიარაოს სანაცვლოდაც კი არ გამოუშვეს. სისტემა მაქსიმალურად
გვებრძვის და ამავე სისტემის მოძალადეებს მე ვერ ვაპატიებ აღნიშნულს.
მაქვს ერთი შეთავაზება: ორივე მოძალადემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და
მზია ამაღლობელი გამოუშვან დროულად! ამის შემდეგ მე პრეტენზია აღარ
მექნება მათთან.'' - აცხადებს ირაკლი მილაძე.
ირაკლი მილაძე ერთ-ერთია, ვინც ბოლო პერიოდში, თბილისში, პროევროპულ
აქციებზე მონაწილეობას იღებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას
ითხოვს. ის ასევე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ აქციისა, რომელიც
ქალაქ კასპში გაიმართა და სადაც თავს დაესხნენ.
სტატიის გამოყენების პირობები