ახალი ამბები
ხაშურს ისრაელის დელეგაცია ესტუმრა
ხაშურსა და ისრაელის ქალაქ რამლას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა,რომელსაც ხელი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და რამლას მუნიციპალიტეტის მერმა იოელ ლავმა მოაწერეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ხაშურს ისრაელის დელეგაცია 23 მარტს სტუმრობდა, რომლებმაც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს, მონახულეს სინაგოგა, შეხვდნენ ებრაელი თემის წარმომადგენლებს და საზეიმო კონცერტს დაესწრნენ.

ხაშურში ქალაქ რამლას მერთან ერთად საქართველოში ისრაელის ელჩი იოვალ ფუქსიც იმყოფებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები