ახალი ამბები
გორში რესტორანში ჩხუბის შემდეგ მამაკაცი დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი
გორის სასამართლოში დაიწყო არსებითი განხილვა იმ საქმისა, რომელიც რესტორანში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება.

პროკურორის ინფორმაციით, ატენი-ხიდისთავის ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში მამაკაცს სცემეს, რომელიც შემდეგ დაიღუპა.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.. პროკურატურამ თავდაპირველად ბრალი წაუყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

,,დღეს, ექსპერტიზის პასუხით გახდა ცნობილი, რომ ეს ადამიანი დაიღუპა გულის შეტევით და არა ცემის შედეგად'' - განუცხადა ბრალდებულის ინტერესების დამცველმა სასამართლოს.

ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა. ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად, საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს შედარებით მსუბუქი, - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები