საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში, გორის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 8 566 ბავშვი დარჩა ასაცრელი.
საუბარია, მართვადი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო
ვაქცინებზე.
,,მშობლები უარს აცხადებენ აცრებზე, განსაკუთრებით, 1 წლის ზემოთ
ბავშვებში'' - აღნიშნულია ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობაში, ზოგადად, იკლო
ინფექციური დაავადებების მიმართვიანობამაც. მიზეზი უცნობია.
ჯერ კიდევ, 2023 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ახალი
კვლევევი აჩვენებდა, რომ მოსახლეობის აღქმა ბავშვთა ვაქცინაციის
მნიშვნელობასთან დაკავშირებით, შემცირებული იყო.
,,შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ ამ ქვეყნების უმეტესობაში
განსაკუთრებით 35 წლამდე ასაკის ადამიანები იჩენდნენ უნდობლობას
ბავშვთა ვაქცინაციისადმი.'' - ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის
ანგარიშში.
სტატიის გამოყენების პირობები